შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს


ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა ბუკნარში, ნაბეღლავში. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევები კლებულობს. „შაბათს 5 შემთხვევა იყო, კვირას 4 დადასტურდა“,_ ამბობს ნატო ჯიბუტი და აღნიშნავს რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია და დამშვიდების საფუძველი, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლებისა, არ არსებობს. _ შეიძლება ვითარება ისევ შეიცვალოს და მატების ტენდენცია იყოს. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს ჩვენ,_ გვითხრა ჯიბუტმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია