შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურში ეპიდვითარება უმჯობესდება


ჩოხატაურში ეპიდვითარება უმჯობესდება

ჩოხატაურში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო ჯიბუტი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეპიდვითარება უმჯობესდება. „ჩოხატაურში კვირის განმავლობაში გაუმჯობესებულია ეპიდვითარება“,_ გვითხრა ჯიბუტმა. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია კორონავირუსის 1370 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1335 ადამიანი, გარდაცვლილია 18, აქტიურია ინფიცირების 17 შემთხვევა. „ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,_ გვითხრა ჯიბუტმა. ავტორი: რუსა ოქრუაშვილი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია