შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურში ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება


ჩოხატაურში  ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვის შედეგად რამდენიმე დღის განმავლობაში უშუქოდ დარჩენილ სურებსაც ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამ დროისთვის კი ჯგუფი ბახმაროში მუშაობს. "ქვესადგური მუშაობს გამართულად. თუ სადმე ერთი-ორი აბონენტი დარჩა უშუქოდ და არის ადგილობრივი დაზიანება, ზარის შემოსვლის შემთხვევაში ჯგუფი მოახდენს რეაგირებას. შეფერხება გვქონდა ბახმაროში, სადაც გასულია ჯგუფი",_ გვითხრეს "ენერგო-პრო-ჯორჯიას" პრესსამსახურში. ინფორმაციისთვის, ძლიერმა თოვამ ელექტროგადამცემი სისტემა დააზიანა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია