- ივნისი 08, 2026
ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 კვირით შეწყდა
- თებერვალი 14, 2022
- , პოლიტიკა
მზარდი ინფიცირების შემთხვევების გამო ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 კვირით შეწყდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალი“-ს ხელმძვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. "14 ბაღში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევა, დანარჩენ ბაღებში ბავშვები არ დადიოდნენ, ამიტომ სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა 1 კვირით",_ ამბობს ბარამიძე. [sexy_author_bio]