შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმ-სპეციალისტებმა გაუწიეს. 100-მდე პაციენტმა კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ რადიოლოგის, მამოლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება მიიღო. სამედიცინო აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებითა და კლინიკის „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია