- ივნისი 08, 2026
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს
- აპრილი 06, 2020
- , პოლიტიკა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე განცხადებას ავრცელებს, _ განცხადება საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ▶️ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უერთდება მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკრებულოს უმრავლესობის წევრები გამოთქვამენ მზაობას, ხელფასის გარკვეული ნაწილი გადარიცხონ covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ▶️მადლობას ვუხდით, ქართველ მედპერსონალს (ექიმებს, მედდებს, სანიტრებს), ქართულ ჯარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ახალი covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ▶️კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, დავრჩეთ სახლში, შევასრულოთ ჩვენი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვართ, როგორც ჩვენს, ისე სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!გისურვებთ ჯანმრთელობას!#დარჩისახლში#ერთადგადავლახავთ