შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო


ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დღეს ჩოხატაურში საახალწლო დღეები დაიწყო. ღონისძიება15 საათიდან 20 საათამდე გაგრძელდა. ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საშობაო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები; კვებისა და ცხელი სასმლის კუთხეები. ზღაპრის გმირებმა პატარებთან ფოტოსესია გამართეს. ფოტოებს გადაიღებენ ბავშვებთან დამსწრეთა განწყობაზე ზრუნავდნენ ადგილობრივი შემსრულებლები: კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „მომავლის ბავშვები“; თანამედროვე ცეკვების სტუდია „რჩეული“; კვარტეტი „ქალაქური“; მომღერალი ნინო ბერძენიშვილი საღამოს „თეატრალურის კვარტეტი“ და „ღამის შოუს ბენდი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე. მათ გამოსვლას ჯიმი აბესაძე და გიორგი გაბუნია უძღვებოდნენ. დამდეგი შობა-ახალი ღონისძიებაზე მისულებს მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცეს. საღამო მთავარი ნაძვის ხის ანთებითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია