- ივნისი 08, 2026
ჩოხატაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გამარჯვებულთა შორისაა
- დეკემბერი 19, 2024
- , პოლიტიკა
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული მოხალისეობრივი პროექტების კონკურსი წარმატებით დასრულდა. გამარჯვებულ 10 საუკეთესო საბჭოს შორის, რომლებიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით განახორციელებენ საკუთარ მოხალისეობრივ ინიციატივებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოცაა. გაგაცნობთ 10 საუკეთესო საბჭოს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახორციელებენ საკუთარ მოხალისეობრივ ინიციატივებს: სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ჩხოროწყუ, ჩოხატაური, ზესტაფონი, ქუთაისი, ხაშური, ახალციხე, ბაღდათი. თითოეული პროექტი მიიღებს 2000 ლარამდე ფინანსურ მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი საჭიროებების რეალიზებას და მოხალისეობის კულტურის გაძლიერებას.