შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურის 8 საბავშვო ბაღი ისევ გაჩერებულია


ჩოხატაურის 8 საბავშვო ბაღი ისევ გაჩერებულია

ამ დროისთვის ჩოხატაურში 8 საბავშვო ბაღი გაჩერებულია. მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების არ მისვლაა, რომელიც სავარაუდოდ უამინდობას უკავშირდება. (ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალი“-ს ხელმძღვანელი, ნინო ბარამიძე ამბობს, რომ ბავშვების რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით საბავშვო ბაღებში მოიმატა. _ დღეს ბავშვების რაოდენობამ მოიმატა. 172 აღსაზრდელი მივიდა. ამ დროისთვის გაჩერებულია გოგოლესუბანის, სამების, ვან ზომლეთის, ნაბეღლავის, ერკეთის, ბუკისციხის , საჭამიასერის და ჯვარცხმას საბავშვო ბაღები. თუმცა, საბავშვო ბაღის თანამშრომლები ადგილზე არიან და ბავშვებს ელოდებიან,_ ამბობს ბარამიძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია