შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურელი მებრძოლების წარმატება უშუ-სანდას მე-5 ღია პირველობაზე


ჩოხატაურელი მებრძოლების წარმატება უშუ-სანდას მე-5 ღია პირველობაზე

1-2 ოქტომბერს, დედოფლისწყარომ უმასპინძლა უშუ-სანდას მე-5 ღია პირველობას, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის, ქუთაისის, მარტვილის, თბილისისა და ჟინვალის გუნდები. ჩოხატაური ტურნირში სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ცენტრის ოთხი სპორტსმენით (დემეტრე კუტალაძე, თემურ ახალაძე, თემურ კიკვაძე და ანდრია ლორია) იყო წარმოდგენილი; მწვრთნელი კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, 1 დანი, გივი გოგუაძე). „უშუ-სანდა სპეციფიკიდან და სტილიდან გამომდინარე არის რთული და ტექნიკური სპორტის სახეობა. ამიტომ საუკეთესო და რჩეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, ჩოხატაურელმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ჩვენებურები მშობლიურ ჩოხატაურში 4 ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ. ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე თემურ კიკვაძე კი საუკეთესო მებრძოლად აღიარეს და სპეციალური თასით დააჯილდოვეს“, _ თქვა „გურია ნიუსთან საუბრისას ბიჭების მწვრთნელმა გივი გოგუაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია