შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურელი მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის


ჩოხატაურელი მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის. ამის შესახებ შეტყობინება მარიამის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. "ძვირფასო მშობლებო! სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენმა შვილმა წარმატებით გაიარა ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესარჩევი კონკურსის სამივე ეტაპი დამფუძნებლის გრანტის მოსაპოვებლად. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველი გუნდის წევრებისგან შემდგარმა კომიტეტმა შერჩევისას გაითვალისწინა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები. თქვენი შვილი საგრანტო კონკურსში მონაწილე მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მოტივაციის მქონე აპლიკანტებს შორის შეირჩა, როგორც ერთ-ერთი გამორცეული მოსწავლე. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ თქვენმა შვილმა მოიპოვა 100%-იანი გრანტი 2024-2025 სასწავლო წლიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სწავლისთვის.სასწავლო გრანტი განკუთვნილიააკადემიაში სწავლის მთელ პერიოდზე და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ცართულობისსაფუძველზე. სასწავლო გრანტის პირობები: საგანმანათლებლო მომსახურების წლიური საფასური XI-XII კლასებში: $11,500; სასწავლო გრანტის ოდენობა: $11,500." _ ვკითხულობთ წერილში. ვულოცავთ ჭკვიან, მიზანდასახულ, შრომისმოყვარე მარიამს ამ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია