შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურელ კინკბოქსინგელთა ჯილდოები საერთაშორისო ტურნირიდან


ჩოხატაურელ კინკბოქსინგელთა ჯილდოები საერთაშორისო ტურნირიდან

ქუთაისში გამართულ კინკბოქსინგელთა ტურნირიდან ჩოხატაურელმა კინკბოქსინგელებმა ჯილდოები ჩამოიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ცენტრი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის , ირანის 350 -მდე ნორჩი სპორტსმენი მონაწილეობდა. ა.(ა).ი.პ. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის“ აღსაზრდელებმა (მწვრთნელი გივი გოგუაძე, კინკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, პირველი დანი) 1 პირველი და 5 მეორე ადგილი დაიკავეს. პირველი ადგილოსანი 38 კგ წონით კატეგორიაში დემეტრე კუტალაძე გახდა, ხოლო ანდრია ლორიამ, თემურ კიკვაძემ, მალხაზ მიქაშავიძემ, თემურ ახალაძემ და ოთარ ჩიჩუამ მეორე ადგილები დაისაკუთრეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია