შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურელ აბიტურიენტთა შედეგები უცხო ენაში


ჩოხატაურელ აბიტურიენტთა შედეგები უცხო ენაში

გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა შედეგები უცხო ენაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამრევლო სკოლის კურსდამთავრებული თეკლა ბარამიძის ნაშრომი 79 ქულაზე შეფასდა. ამავე სკოლის კურსდამთარებულებმა: მირანდა ჯინჭარაძემ - 78; ბარბარე გურგენიძემ - 71; ანა ჩხიკვაძემ - 71 ქულა მიიღეს; შუა ამაღლებიდან გელა სიხარულიძემ 54 ქულის მოპოვება შეძლო, რუსუდან ჯიბუტმა კი _ 53-ის. ხიდისთავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გივი ტრაპაიძემ 70 ქულა მიიღო; ამაღლების საჯარო სკოლელმა ია გოგუაძემ _ 69 ქულა; პირველსკოლელმა მარიამ ბოცვაძემ _ 79. ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრბულმა მარიამ ჩიგოგიძემ _ 75 ქულა, წეროძე ქეთიმ _ 61 ქულა. ნაბეღლაბის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მათე სიხარულიძემ _ 47 ქულა. ეს ჩოხატაურელი აბიტურიენტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია . თუ შენ ხარ აბიტურიენტი და გინდა, "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდეს შენი წარმატების შესახებ, მოგვწერე პირად შეტყობინებაში! წარმატებებს გისურვებთ!



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია