- ივნისი 08, 2026
ჩინური გამანადგურებელი სახლებს შეეჯახა- არის მსხვერპლი
- ივნისი 10, 2022
- , პოლიტიკა
ჩინეთის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავი ცენტრალურ ჩინეთში სასწავლო მისიის დროს სახლებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავდა, _ იტყობინება უცხოური მედია. ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის, J-7 არის ძველი მოდელის, ერთძრავიანი თვითმფრინავი, მისი წარმოშობა თარიღდება 1950-იანი წლებიდან და იწარმოებოდა თითქმის 50 წლის განმავლობაში, სანამ წარმოება არ დასრულდა 2013 წელს.