შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა


ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 35 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაშავებულია 270-ზე მეტი ადამიანი. ორშაბათს მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო. გუშინ კი განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემაც 2.9 მაგნიტუდა შეადგინა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია