შაბათი, ივლისი 18, 2026

„ჩემო თურქო მეგობრებო, ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენს გვერდითაა _ კახა კალაძე


„ჩემო თურქო მეგობრებო, ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენს გვერდითაა _ კახა კალაძე

თანაგრძნობას უცხადებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, თურქეთს- შემზარავმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩემო თურქო მეგობრებო, ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენს გვერდითაა. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, თურქი ხალხის გულისტკივილს! დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! გისურვებთ გამძლეობას და სიმტკიცეს!“- წერია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია