შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩატარდება თუ არა ტრადიციული დოღი ბახმაროში


ჩატარდება თუ არა  ტრადიციული დოღი ბახმაროში

19 აგვისტოს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება, თუმცა მოკრძალებულად - ამის შესახებ "გურია ნიუსს" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა. "ტრადიციული დოღი ბახმაროში გაიმართება, თუმცა ძალიან მოკრძალებულად, ვინაიდან შოვში ასეთი ტრაგედია დატრიალდა, არ ჩატარდება არც კონცერტი და არც სხვა სპორტული ღონისიძიებები. დილით იქნება ფერისცვალების სახელობის ტაძარში ლოცვა, წირვა-ლოცვის შემდეგ კი დაიწყება დოღი",_ გვითხრა შარაშიძემ. რაც შეეხება, ბახმაროში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მერის თქმით, ეს დოღის ჩატარებას ხელს არ შეუშლის. ინფორმაციისთვის, დოღში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 18 აგვისტოს 12 საათზე, დოღის სტარტთან შედგება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია