- ივნისი 08, 2026
ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა
- აპრილი 02, 2022
- , პოლიტიკა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა. ბათუმში შუალედური არჩევნები ზოგიერთ უბანზე ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ხმები 14 უბანზე დათვალეს. წინასწარი პირველადი მონაცემებით ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა - მათე ფუტკარაძემ 31%, ქართული ოცნების წარმომადგენელმა რამაზ ჯინჭარაძემ კი 69% მიიღო. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ბათუმში აქტივობა 51.3% იყო რუსთავსა და გარდაბანში კი უბნებზე ამომრჩეველთა 29% მივიდა.