- ივნისი 08, 2026
ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს მინისტრების შეხვედრაზე საქართველოც მიიწვიეს
- ოქტომბერი 26, 2022
- , პოლიტიკა
29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს. რუმინული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხება მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს.