- ივნისი 08, 2026
ბრექსითის რეფერენდუმის მეორედ ჩატარების შანსი იზრდება_გერმანელი მინისტრი
- იანვარი 29, 2019
- , პოლიტიკა
Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის იუსტიციის მინისტრი, ბრექსითის რეფერენდუმის მეორედ ჩატარების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შანსი ყოველდღე იზრდება. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გეგმას, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის პირობებს შეეხება, მხარი არ დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის გეგმაზე უარის თქმის შემდეგ დეპუტატებმა მომდევნო ნაბიჯების გადადგმის შესახებ უნდა იმსჯელონ.