შაბათი, ივლისი 18, 2026

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა


ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა. „ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე აკო ჭელიძემ. მეორე ბრალდებული, გიორკი კავილაძე კი წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად 18 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. 20 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. წყარო: იმედინიუსი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია