- ივნისი 08, 2026
ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ
- ნოემბერი 14, 2021
- , პოლიტიკა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის გუნდთან დამარცხდა. შეხვედრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გაიმართა და ანგარიშით 41 - 15 დასრულდა. საქართველომ ორი ლელო დადო - 46-ე წუთზე ეს ვასილ ლობჟანიძემ გააკეთა, 64-ე კი აკაკი ტაბუცაძემ. მატჩს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობდა. ბორჯღალოსნები საფრანგეთს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ, მაგრამ პირველად - მსოფლიო თასს მიღმა. „ლე ბლეს“ პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე, მარსელში ვეთამაშეთ და მაშინ მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ფრანგებს „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 17 საათზე „სტად მატმუტზე“ ვერკინებით. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს, 18:30 საათზე ფიჯისთან გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს ტელეკომპანია „იმედი“ შესთავაზებს.