- ივნისი 08, 2026
ბორელი: ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია
- სექტემბერი 28, 2024
- , პოლიტიკა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, - ამბობს ბორელი. ბორელის თქმით, რომ ნეთანიაჰუმ ნათლად თქვა, რომ ისრაელები "არ ჩერდებიან, სანამ ჰეზბოლა არ განადგურდება".