- ივნისი 08, 2026
ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად მოიმატა რინოვირუსმა – ივანე ჩხაიძე
- მარტი 13, 2023
- , პოლიტიკა
პირველი მარტიდან მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, მოიმატა რინოვირუსმა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული. "ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.