- ივნისი 08, 2026
ბოლო ცნობები მარტვილიდან, სადაც ორ ლოკაციაზე ხანძარს ებრძვიან
- მარტი 17, 2025
- , პოლიტიკა
როგორც უკვე ვწერდით, ხანძარია მარტვილში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, ხანძარი ორ ლოკაციაზეა - წაჩხურუს მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე. უწყების ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. ჯერჯერობით, უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. ასევე, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.