შაბათი, ივლისი 18, 2026

ბოკუჩავა: ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციიდან ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია


ბოკუჩავა: ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციიდან ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია

ამ წუთებში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად, ევროკავშირის დელეგაციას ხვდებიან. „26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ შორისო არც ევროკავშირისგან, რადგან საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, მოხდა თავისუფალი ნების უგულებელყოფა უამრავი სხვადასხვა მაქინაციით და მათ შორის ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის მასობრივი დარღვევით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მაღალი დონის დელეგაციიდანაც ევროკავშირის, ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ბუნებრივია არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რაც სწორედ ის მოთხოვნაა, რასაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვაყენებთ,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია