- ივნისი 08, 2026
ბლინკენი ლავროვს – უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვალი
- ივლისი 08, 2022
- , პოლიტიკა
Reuters-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ G20-ის სამიტზე ბალიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანდასწრებით, მოსკოვს პორტების განბლოკვისკენ მოუწოდა. ბლინკელმა ლავროვს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც G20-ის ლიდერები სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ. "მივმართავ რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვალი. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ მარცვლეული ექსპორტზე". - თქვა ბლინკენმა. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის შეხვედრაზე დასავლელი ლიდერები გლობალური ეკონომიკის კრიზისის დაძლევის შანსების გაქრობის გამო გააკრიტიკა. "დისკუსიისას, დასავლელი პარტნიორები G20-ის მანდატის შესრულებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის საკითხებთან გამკლავებას გულისხმობს, თავს არიდებდნენ",- თქვა ლავროვმა. რუსეთის ცნობით, დასავლეთის მხრიდან ყველაზე მკაცრი სანქციებით მოსკოვის იზოლაციის მცდელობა ეკონომიკური ომის გამოცხადებას ნიშნავს და შესაბამისად, რუსეთი ამიერიდან რესურსებს ჩინეთის, ინდოეთისა და დასავლეთის მიღმა არსებული ძალებისკენ მიმართავს. [simple-author-box]