შაბათი, ივლისი 18, 2026

ბელგოროდში, შეიარაღებულმა პირებმა რუს სამხედროებზე თავდასხმის  შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი მოკლეს


ბელგოროდში, შეიარაღებულმა პირებმა რუს სამხედროებზე თავდასხმის  შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი მოკლეს

CNN წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა რუს სამხედრო ახალწვეულებს რუსეთის ბელგოროდის ოლქის სასწავლო მოედანზე, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. თავდასხმა, სწავლების დროს მოხდა, იტყობინება TASS, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. შეიარაღებული პირები ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან იყვნენ. რუსეთის ოფიციალური პირები თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებენ. „ინციდენტი მოხდა სროლის ტრენინგზე, სადაც მოხალისეები სპეცოპერაციისთვის ემზადებოდნენ. ტერორისტებმა ქვედანაყოფის პერსონალს ცეცხლსასროლი იარაღით შეუტიეს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. TASS-ის ცნობით, საწვრთნელ მოედანზე საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებმაც ჩაიდინეს "ტერორისტული აქტი". ბელგოროდის რეგიონი მდებარეობს დასავლეთ რუსეთში, უკრაინის საზღვარზე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია