შაბათი, ივლისი 18, 2026

ბელგოროდში  რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა


ბელგოროდში  რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბელგოროდის რაიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა,_ განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. "ვალუისკის ურბანულ რაიონში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ინციდენტის მიზეზებს იძიებენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, " - დაწერა მან ტელეგრამის არხზე. როგორც TASS-მა მოგვიანებით განმარტა, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იყო სუ-24 ფრონტის ბომბდამშენი. "თვითმფრინავი სოფლის გარეუბანში ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოახერხა. მის მდგომარეობას იკვლევენ", - იტყობინება გამოცემა სამართალდამცავი უწყების წყაროზე დაყრდნობით. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია