- ივნისი 08, 2026
ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პოლიტიკა – საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა
- აგვისტო 24, 2023
- , პოლიტიკა
ბახვი ჰესი 2021 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მთისპირის საჯარო სკოლასთან, 2022 წლიდან კი მსგავსი თანამშროლობის მოდელი ჩხაკაურას საჯარო სკოლასთანაც ხორციელდება. მთისპირის და ჩხაკაურას სკოლებში შეიქმნა კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც აღიჭურვა უახლესი კომპიუტერებითა და სხვა დამატებითი ტექნიკური საშუალებებით, რათა მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლის პროცესში გამოყენება; განახლდა მთისპირის სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე, სამეცნიერო, თუ მხატვრული ლიტერატურით; 2021 წლის გაზაფხულზე შეიქმნა სპეციალური ტრენინგ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. 2022 წლიდან კი მსგავსი მოდელის ტრენინგები ტარდება ჩხაკაურას საჯარო სკოლაშიც; ტრენინგ კურსის ფარგლებში უფროსკლასელთათვის ჩატარდა ორი ექსკურსია, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა 2022 წლის ბოლო სემესტრის დასასრულს მოინახულეს კინტრიშა ჰესი, 2023 წლის ბოლო სემესტრის დასასრულს კი, ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი; ტრენინგ კურსის ფარგლებში მთისპირის საჯარო სკოლას 2022 წელს სტუმრობდა მწერალი დათო ტურაშვილი. 2023 წელს კი, უკვე ორივე სკოლაში სტუმრად იყო მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებისათვის საინტერესი თემებზე ისაუბრეს; განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ “GREDA” USAID-ის მხარდაჭერით ჩაატარა ორი ლექცია უფროსკლასელთათვის განახლებად ენერგიებსა და მათ მნიშვნელობაზე; დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ჩატარდა კონკურსი სკოლის მოსწავლეებს (I -XII კლასები) შორის, სადაც სამ ასაკობრივ სეგმენტში ცალკ-ცალკე I, II და III ადგილებზე გასულებმა ჯილდოდ მიიღეს „ბიბლუსის“ ვაუჩერები, სულ მოცემულ კონკურსში მთისპირის საჯარო სკოლაში 63 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და 9 გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო ჩხაკაურას საჯაროს სკოლაში მონაწილეობა 18 ბავშმა მიიღო და 10 გამარჯვებული გამოვლინდა; ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა საახალწლო ზეიმი სკოლებისა და ბაღის მოსწავლეებისათვის. ღონისძიებას ჯამში 127 ბავშვი დაესწრო; პერიოდულად ტარდება თემატური ლექციები, სადაც მონაწილეობენ ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრები. ისინი ლექციების ფარგლებში უფროსკლასელებს საკუთარ გამოცდილებას პროფილის მიხედვით უზიარებენ; 2022 – 2023 წწ. უკვე ორჯერ ჩატარდა, 40-ზე მეტი მასწავლებლების გადამზადების პროგრამა.