შაბათი, ივლისი 18, 2026

ბახმაროში უსახელო მწვერვალს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების სახელი ეწოდა


ბახმაროში უსახელო მწვერვალს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების სახელი ეწოდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, ბახმაროს მიმდებარედ, მესხეთის ქედის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს, ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების სახელი მიენიჭა. მწვერვალზე განთავსდა მემორიალური დაფა და აღიმართა ეროვნული დროშა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს, ალექსანდრე ოსეფაიშვილს და ჩოხატაურელ ვეტერანებს, საკანონმდებლო ინიციატივისთვის და გამოჩენილი ძალისხმევისთვის. _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია