- ივნისი 08, 2026
ბავშვთა სახლში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- ნოემბერი 05, 2023
- , პოლიტიკა
გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 31 ოქტომბერს სავარაუდო ძალადობის შესახებ TV მონიტორინგმა სიუჟეტი მოამზადა - როგორც მედიაში აღნიშნავენ, ბავშვები დაწესებულების პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ.