შაბათი, ივლისი 18, 2026

ბავშვები ლანჩხუთის 5 საბავშვო ბაღში დღესაც არ მივიდნენ


ბავშვები ლანჩხუთის 5 საბავშვო ბაღში დღესაც არ მივიდნენ

დღეს ლანჩხუთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 254 აღსაზრდელი მივიდა, ხოლო ბავშვები 5 ბაღში ისევ არ გამოცხადდნენ - ამის შესახებ "გურია ნიუსს" სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა ნატა კობალავამ განუცხადა. "გაჩერებულია აცანა, აკეთი, ხიდმაღალა, ნინოშვილი, ჯურუყვეთი",_ ამბობს კობალავა. ცნობისთვის, გუშინ აღსაზრდელები ლანჩხუთის 8 საბავშვო ბაღში არ მივიდნენ. ბავშვების მიუსვლელობას სკოლამდელ სააღზმზრდელო დაწესებულებაში უამინდობას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვების მისაღებად ბაღები მზადაა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია