- ივნისი 08, 2026
ბათუმში სპეციალურ საგამოძებო სამსახურთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია იმართება
- იანვარი 21, 2025
- , პოლიტიკა
ბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე; გამოძიება წარიმართოს სწრაფ რეჟიმში; სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. წყარო: publika