შაბათი, ივლისი 18, 2026

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს


ბათუმში საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს

"ბათუმელების" ინფორმაციით, დღეს, 9 დეკემბრის ღამეს [00:14 საათი], აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ერთი პირი დააკავეს. აქცია პრაქტიკულად იშლებოდა, როდესაც დაიძაბა სიტუაცია. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებით, დაკავებულმა პირმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „დაკავებულია 173-ე მუხლ, პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ, – უთხრა ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებს“. ბათუმში უკვე მე-12 ღამეა იმართება საპროტესტო აქცია. ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციული წესით უკვე დაკავებულია 11 ადამიანი. თბილისში ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 500-ზე მეტია ადამიანი. ბევრი მათგანი სასტიკად არის ნაცემია. ბათუმში აქცია უკვე იშლება. წყარო: ბათუმელები



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია