- ივნისი 08, 2026
ბათუმში ქუჩები ისევ დაიტბორა
- ოქტომბერი 04, 2021
- , პოლიტიკა
ბათუმში მეორე დღეა წვიმს. „ajara tv-ს“ ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა ისევ დაიტბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აღმაშენებლის, თავდადებულის, ბაგრატიონის, შავშეთის ქუჩებზე და ე.წ. ჭაობის დასახლებაში. ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება გართულებულია. ''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 7 შეტყობინება შევიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. რამდენიმე ქუჩა სრულად არის დატბორილი.