- ივნისი 08, 2026
ბათუმში ერთი არასრულწლოვანი გააუპატიურეს, მეორეს მიმართ კი გარყვნილი ხასიათის ქმედება ჩაიდინეს
- ივნისი 15, 2023
- , პოლიტიკა
TV25 ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმში ერთი არასრულწლოვანი გააუპატიურეს, მეორეს მიმართ კი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი. გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყება მედიას ეუბნება, რომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი და გამოძიება გრძელდება. საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკიც.