შაბათი, ივლისი 18, 2026

ბათუმში აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე


ბათუმში აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე _ იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეო მასალის გადაღებისას, _ იუწყება batumelebi.netgazeti.ge. აქციაზე დღეს ბათუმში მინიმუმ 6 პირი დააკავეს: გურამ მურვანიძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. მეორე დღეა ბათუმში მიმდინარე აქციებზე მასობრივად აკავებენ აქციის მონაწილეებს. 11-12 იანვარს აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია