შაბათი, ივლისი 18, 2026

ბათუმის ბულვარში კაფის დაცვის თანამშრომელი მოკლეს


ბათუმის ბულვარში კაფის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

ბათუმის ბულვარში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, კაფის მეპატრონის ახლობელია, რომელიც ასევე ობიექტის დაცვის სამსახურში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ ბრიგადას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. წყარო: ajaratv.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია