შაბათი, ივლისი 18, 2026

ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება


ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება

ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად დღეს, 11 ივნისს, ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტრადიციულად, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. აქედან დაიწყება მსვლელობა ავტომანქანებით სარფის მიმართულებით. „თემურ ქათამაძე არის ქართველი! 20:00 საათიდან ვიკრიბებით და გავდივართ სარფის მიმართულებით. ვისაც გყავთ მანქანა, მანქანით შემოგვიერთდით. თავისუფლება თემურ ქათამაძეს“, – აღნიშნულია ბათუმის პროევროპული აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო: ბათუმელები



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია