შაბათი, ივლისი 18, 2026

ბაკურიანი 2025  _ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა


ბაკურიანი 2025  _ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება. შეჯიბრებას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს, _ იუწყება 1tv.ge. ფესტივალში სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს. გახსნის ცერემონიაზე სპორტმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ანასტასია მირიანაშვილმა აანთო და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია