შაბათი, ივლისი 18, 2026

ბაიდენი: ძალიან ადრეა რუსეთში მომხდარი არეულობის შედეგების განსაზღვრა


ბაიდენი: ძალიან ადრეა რუსეთში მომხდარი არეულობის შედეგების განსაზღვრა

"ძალიან ადრეა რუსეთში მომხდარი არეულობის შედეგების განსაზღვრა",_ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ამ შაბათ-კვირის მოვლენების შედეგების შეფასება და გავლენა რუსეთსა და უკრაინაზე. ჯერ კიდევ ნაადრევია საბოლოო დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ სად მიდის ეს",_ განაცხადა ბაიდენმა. "რაც არ უნდა მოხდეს რუსეთში, ჩვენ, შეერთებული შტატები, გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - თქვა ბაიდენმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია