- ივნისი 08, 2026
ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
- ივნისი 23, 2025
- , პოლიტიკა
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა _ იგი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ჯაფარიძეს, ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.