შაბათი, ივლისი 18, 2026

ბადრი ესებუას 20 დღით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ


ბადრი ესებუას 20 დღით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ

ბადრი ესებუას 20 დღით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ. ბრალდებული გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და არც დანაშაულს აღიარებს. ბადრი ესებუას ადვოკატის პოზიციით, პროკურატურის დასაბუთება საფუძველს მოკლებულია, რადგან სამედიცინო დოკუმენტაციით გამყარებული არ არის. 8 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ოჯახის ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში აიყვანა. საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია