შაბათი, ივლისი 18, 2026

ბაბუაწვერას ველი – ზაფხულის მოახლოების მაცნე


ბაბუაწვერას ველი – ზაფხულის მოახლოების მაცნე

ახლა, გურიაში, ბევრგან შეხვდებით ბაბუაწვერას ყვითელგულა ყვავილებით გადამზეურებულ ველებს, კარმიდამოებს. ზოგმა არც იცის, რომ ეს ის ბაბუაწვერაა, მალე ცნობილ ბურთებს რომ დაიდგამს თავზე, რომლისთვისაც ბავშვობში არაერთხელ შეგვიბერია სული და ჩაგვითქვამს უამრავი ნატვრა... ჩვენს ველმინდვრებში, ბაბუაწვერას ყვითლად მოკაშკაშე მწკრივები გაზაფხულის მილევის და ზაფხულის მოახლოების მაცნეა. მედიცინაში ფართოდ გამოყენებულ, უნიკალური თვისებების მცენარეს, თავისი რომანტიკული ხიბლი და სილამაზე ახლავს ველური ბუნების სივრცეში, რაც ყველაზე უკეთ გვაუწყებს სანეტარო ზაფხულის მოახლოებას. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია