- ივნისი 08, 2026
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს ეხმაურება
- ივნისი 09, 2024
- , პოლიტიკა
აზერბაიჯანი არ ცნობს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს,_ ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.