შაბათი, ივლისი 18, 2026

ახალი კარტოფილი, კილოგრამი 7 ლარად _ „ფასი არ მოგწონთ? გაიაფებამდე ძველი მიირთვით“


ახალი კარტოფილი, კილოგრამი 7 ლარად _ „ფასი არ მოგწონთ? გაიაფებამდე ძველი მიირთვით“

სააღდგომო დღეებში, ოზურგეთის ბაზარში ახალი კარტოფილი შემოიტანეს და ერთი კილოგრამი შვიდი ლარი ღირს. _ რა ამბავია შვიდი ლარი? ოქროს საბადოდან ამოთხარეთ და ძვირფასი ბოლქვები აქვს? _ მომხმარებლები. პასუხიც არანაკლები ისმის: _ფასი თუ არ მოგწონთ, გაიაფებამდე ისევ ძველი კარტოფილი იყიდეთ და მიირთვით. რა გაყვირებთ? _ ვალში არ რჩებიან გამყიდველები. შვიდი ლარი ღირს ერთი კილოგრამი ცერცვი, რომელიც, ასევე, ახალშემოსულია. თუმცა, მომხმარებლები, უმეტესად, ახალი კარტოფილის ყიდვას ცდილობენ და საყვედურიც, შესაბამისად, მისი ფასის გამო უფრო ისმის. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია