შაბათი, ივლისი 18, 2026

ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – დაკავებულია სამი პირი


ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – დაკავებულია სამი პირი

გუშინ, გვიან ღამით ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცზე, ჯგუფურად, რამდენიმე პირმა იძალადა. მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცი შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა,_ ინფორმაციას მომხდარის შესახებ "რუსთავი2" ავრცელებს. როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, სამართალდამცველების მიერ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე, დაკავებულა სამი პირი. გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია