შაბათი, ივლისი 18, 2026

ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს


ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

არაგვის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული გზითაც იქნება შესაძლებელი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია