შაბათი, ივლისი 18, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "ტვ ბორჯომი" ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ბორჯომში, რველი-ზანავის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და Ford-ის მარკის სამარშრუტო ტაქსი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი მოქალაქე, (ორი კაცი - სავარაუდოდ ადგილობრივი, ერთი ქალი). დაშავებულები ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. პირველადი ინფორმაციით, კაცებს სავარაუდოდ აღენიშნებათ მცირედი დაჟეჟილობა. ქალის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია